Wednesday, 29 May 2019

               როგორ ვიკვებოთ ჯანსაღათ

თუ თქვენი მიზანი სწორი კვება გახლავთ და გგონიათ მისი დაცვა ძალიან რთულია, შევეცდებით ეს სტერეოტიპი დავანგრიოთ.
ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა დაიწყოთ სწორად კვება პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმით.

დაიწყეთ უშაქრო ყავისა და ჩაის მიღება

კვლევები აჩვენებს, რომ დიაბეტების უმეტესობა გამოწვეულია დიდი რაოდენობით შაქრის მიღებისაგან, თუმცა ამას მხოლოდ ხელოვნურად დამზადებული გაზიანი სასმელების მიღება არ იწვევს.
არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ ასევე საზიანოა  შაქრიანი ჩაისა და ყავის მიღებაც.
კერძოდ, კვლევების თანახმად, კოფეინის მიღება  შაქრის გარეშე ამცირებს დეპრესიის, კოგნიტური აშლილობის რისკს, ხოლო ჩაის მიღება კი ამცირებს ინფლამაციას, პრევენციას უწევს კიბოს და იცავს კანს.

ყურადღება მიაქციეთ, რას უკვეთავთ რესტორნებში

შეუკვეთეთ რამე სასარგებლო და ნუტრიტებით სავსე, თუ აჰყვებით სხვას, თქვენი მეგობრები თუ პიზას მიირთმევენ, არ არის აუცილებელი თქვენც იგივე ჭამოთ.

შეწყვიტეთ არაჯანსაღი საკვების ყიდვა

მარტივია იყიდოთ ჩიფსი ან ორცხობილები და თავი იმით გაიმართლოთ, რომ ეს თქვენს მეგობრებს ან ოჯახის წევრებს მოეწონებათ და სწორედ მათთვის ყიდულობთ.
შეცვალეთ თქვენი არჩევანი სხვა სასარგებლო

ეცადეთ თითოეული კვება მინიმუმ  20 წუთი გაგრძელდეს

თუ  საჭმელად 20 წუთზე დიდხანს დასხდებით, უფრო მოსალოდნელია, რომ ნაკლები მიირთვათ და უფრო ნელა, ვიდრე მაშინ, როცა საჭმელად 10 წუთით სხდებით, ყველაფერს სწრაფად ჭამთ, ორგანიზმი კი ვერ ასწრებს საკვების რაოდენობის დადგენას და მალევე გშივდებათ.

დაწერეთ კვების განრიგი წინასწარ

ჩამოწერეთ მთელი კვირის საკვების შემცველობა წინასწარ, ასე უფრო მცირეა იმის შანსი რომ კვების რაციონს გადაუხვევთ. და ნუტრიტებით სავსე საკვებით. ეს დაგეხმარებათ იკვებოთ უფრო ჯანსაღად.

No comments:

Post a Comment